"ფულის მფლანგველ არაბებზე და რუსებზე წინ, ბაიერნს ვაყენებ", - კაპელომ პრემიერ ლიგა და პსჟ გააკრიტიკა
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ და ამის გარდა, ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთზეც.
"კორონავირუსის პანდემიის ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ძალაუფლება არაბებისა და რუსების ხელში გადავიდა. მესის პარი სენ-ჟერმენში გადასვლა ამ ფაქტით არის განპირობებული.
საბედნიეროდ, არსებობს ბაიერნი და ზოგადად გერმანული ფეხბურთი, რომელსაც ფულის მფლანგველ პრემიერ ლიგის კლუბებსა და პსჟ-ზე მაღლა ვაყენებ", - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, არგენტინელი თავდამსხმელის გარდა, პარიზელებმა ამ ზაფხულს დაიმატეს სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი.
რაც შეეხება ეპლ-ს, ლონდონის "ჩელსიმ" გადმოიბირა რომელუ ლუკაკუ (130 მილიონი ევრო), რითაც დაამყარა ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი, მოთამაშის ყიდვის საკითხში.