პალოპი: "მამარდაშვილის სახით, ვალენსიამ უნიჭიერესი მეკარე ჩაიგდო ხელში"
"ვალენსიას" ყოფილმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა, გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, "ღამურების" კარში "ხეტაფესთან" მატჩში სწორედ ქართველი იდგა.
"მამარდაშვილის სახით, ვალენსიამ უბრალოდ უნიჭიერესი მეკარე ჩაიგდო ხელში. სწორად განვითარების შემთხვევაში, ის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას შეძლებს.
ქართველი გოლკიპერი იღებს არაერთ კომპლიმენტს და მე იმედი მაქვს, რომ ქება მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს. გიორგი ჯერ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია".
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, "ლოს ჩეს" კარის დარაჯმა 93-ე წუთზე განახორციელა ურთულესი სეივი, რითაც თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
20-წლის მეკარე არის თბილისის "დინამოს" საკუთრება, თუმცა "მურსელაგოსი" მის გამოსყიდვას აპირებს უკვე ახლა. "მესტალიელებს" თავიანთი 28-ე ნომერი დაახლოებით მილიონი ევრო დაუჯდებათ.