რიგში ჩადექით! - ჰოლანდისთვის ბრძოლაში კიდევ ორი გრანდი ჩაერთო
Diario Sport-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" შესაძლოა გადაერთოს არა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე, როგორც ეს იწერება, არამედ ერლინგ ჰოლანდის გადმობირებაზე.
საქმე ისაა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის უპირატესობა თავის პორტუგალიელ კოლეგაზე არის პერსპექტივაში და ამის გარდა, ყოველწლიურ ხელფასშიც. როგორ მუშაობს ეს?
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის დამატების შემთხვევაში, "პსჟ"-ს მოუწევს მისთვის ასტრონომიული ხელფასის გადახდა, რაც გულისხმობს 30-40 მილიონს, მაშინ, როდესაც დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის გადმობირება უფრო ნაკლები ხელფასითაც შეიძლება.
ამასთან ერთად, "ბებერი ქალბატონის" შვიდიანის ასაკის გათვალისწინებით, მისი ტრანსფერი არ არის შორ პერსპექტივაზე გათვლილი ფუფუნება, როგორც ეს "შავ-ყვითლების" 9-იანის მიმართებაში იქნება.
"ბიანკონერი" კი თავის მხრივ, პირენეელი შემტევის შემცვლელად სწორედ სკანდინავიელ ბომბარდირს განიხილავს. შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში, 21-წლის გოლეადორის კლაუსულა 75 მილიონი იქნება.
"იუვენტუსის" და პარიზელებს გარდა, ჰოლანდის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტის" და "მანჩესტერ იუნაიტედს".