ავტორიზაცია

ბრეიტვეიტი: "ზოგს ლაპარაკი უყვარს, მე კი სათქმელს მოედანზე ვამბობ"

ბრეიტვეიტი: "ზოგს ლაპარაკი უყვარს, მე კი სათქმელს მოედანზე ვამბობ"
თარიღი 16 აგვ 2021, 18:30

„ბარსელონას“ დანიელმა შემტევმა, მარტინ ბრეიტვეიტმა, „სოსიედადთან“ მატჩში დუბლისა და ასისტის გაფორმების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ვიღაცას ბევრი ლაპარაკი უყვარს. მე კი ჩემ სათქმელს მოედანზე ვამბობ.“ - წერს ინსტაგრამში ბრეიტვეიტი.

თანაგუნდელის პოსტს უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო გამოეხმაურნენ, პირველმა „მადლობა“ დაუწერა, მეორემ კი ტაშის კვრის ემოჯიები.

30 წლის ბრეიტვეიტი „ბარსელონაში“ 2020 წლის თებერვალში „ლეგანესიდან“ გადავიდა, მას შემდეგ რაც კლუბს ლუის სუარესი და უსმან დემბელე დაემტვრა და ლა ლიგამ ერთი ფეხბურთელის დამატების ნება დართო.