ავტორიზაცია

ფოტო: გერდ მიულერის საპატივცემლოდ ბაიერნმა ალიანც არენა სპეციალური წარწერით გაანათა

ფოტო: გერდ მიულერის საპატივცემლოდ ბაიერნმა ალიანც არენა სპეციალური წარწერით გაანათა
თარიღი 16 Aug 2021, 21:52

„ბაიერნმა“ თავისი კლუბის და ზოგადად გერმანული ფეხბურთის, გერდ მიულერის საპატივცემლოდ „ალიანც არენა“ სპეციალური წარწერით გაანათა: „მადლობა, გერდ“.

გერდ მიულერმა „ბაიერნის“ მაისურით 1964-1979 წლებში ითამაშა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ოქროს ბურთიც. 

„რეკორდმაისტერის“ მაისურით გამართულ 580 შეხვედრაში მიულერმა 523 გოლი და 104 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გერმანიის ნაკრებში მიულერმა 62 მატჩში წარმოუდგენელი 68 გოლის გატანა მოახერხა, ბუნდესლიგაში კი შარშანდელ სეზონამდე, სანამ ლევანდოვსკი 41 გოლს გაიტანდა, ყველა დროის რეკორდი სწორედ გერდს ეკუთვნოდა - ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (40).

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა, რომელთან ბრძოლაშიც სამწუხაროდ გუშინ დამარცხდა და 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.