ავტორიზაცია

გარი ნევილი: "თუ აქამდე კეინის მომავალში ეჭვი მეპარებოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ტოტენჰემიდან აუცილებლად წავა"

გარი ნევილი: "თუ აქამდე კეინის მომავალში ეჭვი მეპარებოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ტოტენჰემიდან აუცილებლად წავა"
თარიღი 16 Aug 2021, 23:20

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტან გარი ნევილის აზრით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი ძალიან მალე ლონდონურ კლუბს დატოვებს.

მოგეხსენებათ, "დეზების" 28 წლის შემტევით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

"რადგანაც კეინი დღეს (გუშინ) განაცხადში არ ყოფილა, ინგლისის ნაკრების ყველა დანარჩენმა ფეხბურთელმა კი ამ უქმეებზე ითამაშა, დასკვნების გაკეთება შესაძლებელია. თუ აქამდე მის მომავალში ეჭვი მეპარებოდა, ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად წავა", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კეინი "ტოტენჰემს" არ დატოვებს, რადგან ლონდონურ კლუბში ფიქრობენ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" მოქმედება გვიან დაიწყო. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 15 დღეა დარჩენილი, ამიტომაც "დეზებს" ჰარის შემცვლელის პოვნა გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, კეინი პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ტოტენჰემსა" და "სიტის" (1:0) შორის გამართული შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა.