ავტორიზაცია

ინსინიესთვის ბრძოლაში ინტერს პრემიერ ლიგიდან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ინსინიესთვის ბრძოლაში ინტერს პრემიერ ლიგიდან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 17 აგვ 2021, 01:03

"ტოტენჰემი" "ნაპოლისა" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ლორენცო ინსინიეს ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

30 წლის ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, რომელიც მომავალ ზაფხულამდეა გათვლილი, ასე რომ კლუბის ხელმძღვანელობა შეიძლება ფორვარდს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზევე შეელიოს, რათა შემდეგ იგი უფასოდ არ დაკარგოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ინსინიეს ხელში ჩაგდება მილანის "ინტერს" სურს და აქამდე სწორედ "ნერაძური" განიხილებოდა მთავარ პრეტენდენტად.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლორენცოს სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს. 2020/21 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოგეხსენებათ, იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში ინსინიემ ამ ზაფხულს ევრო 2020 მოიგო.