ავტორიზაცია

მბაპე პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდება — როდის გაირკვევა ფრანგი სუპერვარსკვლავის მომავალი?

მბაპე პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდება — როდის გაირკვევა ფრანგი სუპერვარსკვლავის მომავალი?
თარიღი 17 Aug 2021, 01:10

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, იტყობინება Goal Espana-ს ჟურნალისტი, მარიო კორტეგანა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება. მხარეები გუნდში ფეხბურთელის მომავალს განიხილავენ.

აქამდე დაიწერა, რომ ლიონელ მესის ტრანსფერის გამო, 22 წლის ფრანგი შეიძლება წავიდეს. იყო ინფორმაცია პარიზელთა სუპერვარსკვლავის "რეალში" გადასვლის შესახებაც.

მბაპემ მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ცნობისთვის, კილიანს, რომელსაც Transfermarkt-ი 160 მილიონ ევროდ აფასებს, პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.