ავტორიზაცია

ESPN: მანჩესტერ სიტი მზად არის კეინის გამო პრემიერ ლიგის ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს

ESPN: მანჩესტერ სიტი მზად არის კეინის გამო პრემიერ ლიგის ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს
თარიღი 17 Aug 2021, 01:19

"მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სატრნსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ხელში ჩაგდების მცდელობებს რ წყვეტს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, "ქალაქელები" მზად არიან ამ ზაფხულს 28 წლის ფორვარდში 120 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

მიუხედავად ამისა, "დეზები" თავიანთ ფეხბურთელს, რომლის მოქმედი კონტრაქტის ვადაც კიდევ სამ წელზეა გათვლილი, 150 მილიონად აფასებენ. ინგლისში სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტოს იხურება.

ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "სიტი" ახალ რეკორდს დაამყარებს - ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება. შეგახსენებთ, ამჟამინდელი რეკორდიც პეპ გვარდიოლას გუნდს ეკუთვნის და სულ ცოტა ხნის წინ დამყარდა, როცა "სიტიმ" "ასტონ ვილას" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

გასულ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ჰარიმ პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, სადაც "ტოტენჰემმა" სწორედ "მანჩესტერ სიტი" (1:0) დაამარცხა.