ავტორიზაცია

5-წლიანი კონტრაქტი და "გალაქტიკური" ხელფასი — რეალმა პსჟ-სა და მბაპეს შეთავაზებები უკვე გაუმზადა

5-წლიანი კონტრაქტი და "გალაქტიკური" ხელფასი — რეალმა პსჟ-სა და მბაპეს შეთავაზებები უკვე გაუმზადა
თარიღი 17 აგვ 2021, 01:38

მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილია, რომ მადრიდის "რეალი" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეთი ინტერესდება.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER იტყობინება, 22 წლის ფრანგ ფეხბურთელს "სამეფო კლუბში" გადასვლა უნდა და პარიზელთა ხელმძღვანელობას ამის შსახებ აცნობებს.

მიუხედავად ამისა, კილიანი არ აპირებს "პსჟ"-ს ბოიკოტი გამოუცხადოს, ვარჯიშებსა და მატჩებზე არ გამოცხადდეს, რათა კლუბს მისი გაშვება აიძულოს.

"ბლანკოსი" მზად არის მბაპეს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად მას კი კლუბი 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასს, რომელიც აღწერილია, როგორც "გალაქტიკური".

მბაპემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში უკვე 2 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, კილიანის სატრანსფერო ფასი 160 მილიონს შეადგენს.