ავტორიზაცია

"ტიტულებზე ფიქრი ნაადრევია", - ლეო მესის ტრანსფერის შემდეგ, ანრიმ პსჟ-ს პერსპექტივები შეაფასა

"ტიტულებზე ფიქრი ნაადრევია", - ლეო მესის ტრანსფერის შემდეგ, ანრიმ პსჟ-ს პერსპექტივები შეაფასა
თარიღი 17 Aug 2021, 01:57

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ ლიონელ მესის ტრანსფერის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" პერსპექტივები შეაფასა.

"გუნდში ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდ პიროვნებებზე ვსაუბრობთ, შეტევაზე, წინ წასვლის სურვილზე. მაგრამ ბალანსი საჭიროა. როცა იმ "ბარსელონას" ახსენებენ, რომელშიც თავის დროზე მე ვთამაშობდი, ავიწყდებათ, რომ ცოტა გოლს ვუშვებდით. სწორედ ცოტა ბურთის გამშვები გუნდები არიან ყოველთვის ჩემპიონატებისა და ევროთასების, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს".

"როცა ზეშესაძლებლობების მქონე ფეხბურთელები გყავს, მოგება შედარებით მარტივია. მაგრამ "პსჟ" ახლა ძალიან ბევრ გოლს უშვებს იმისათვის, რათა ტიტულებზე დაფიქრდეს", - ციტირებს ანრის სიტყვებს Daily Mail.

მოგეხსენებათ, მესიმ "პარი სენ ჟერმენთან" ორწლიანი კონტრაქტი 10 აგვისტოს გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. 12 აგვისტოს, ლეომ ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა.