ავტორიზაცია

ანჩელოტი რონალდუს დაბრუნების იდეით შეპყრობილია - ინფორმაცია, რომელსაც გუშინ ღამით ესპანური ტელეგადაცემა გვპირდებოდა

ანჩელოტი რონალდუს დაბრუნების იდეით შეპყრობილია - ინფორმაცია, რომელსაც გუშინ ღამით ესპანური ტელეგადაცემა გვპირდებოდა
თარიღი 17 აგვ 2021, 11:51

ესპანური ტელეპროგრამა El Chiringuito TV გუშინ აანონსებდა, რომ გვიან ღამით კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას გააჟღერებდა.

ამ ამბავს უფრო დიდ მნიშვნელობას ის სძენდა, რომ ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ედუ აგირე, კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარია. მოკლედ, თუ გამოგრჩათ ეს სიახლე - ქვემოთ გაეცანით.

ამაღამ, ესპანური პრესა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას გვპირდება

გვიან ღამით, ესპანურ ტელეგადაცემაში ედუ აგირემ თავისი სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა და საქმე სულაც არ ყოფილა ისე, როგორც ხალხმა იფიქრა - არა, რონალდუ „პსჟ-ში“ ამ ზაფხულს არ გადავა.

ედუ აგირეს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით არის შეპყრობილი. იმდენად, რომ ფლორენტინო პერესს ამის განხორციელებაც სთხოვა.

იტალიელი მწვრთნელი პორტუგალიელ ფეხბურთელთან საუცხოო ურთიერთობას ინარჩუნებს და მისგანაც იცის, რომ კრირო მადრიდში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

თუმცა, ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება და ის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი სულაც არ არის.

პრობლემას ამ შემთხვევაში ფლორენტინო პერესის პოზიციაშია, რომელიც 100%-ით გადართულია კილიან მბაპეს ტრანსფერზე და ამჟამად კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნებას არ განიხილავს.

„იუვენტუსიდან“ ამ ზაფხულს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის აბარგება ნაკლებად არის სავარაუდო, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ „პსჟ-ს“ პრეზიდენტი ჯიუტად უარს იტყვის მბაპეს გაყიდვაზე, მაშინ, ზაფხულის ბოლო დღეებში შესაძლოა დიდი დაბრუნებაც ვიხილოთ - ეს უკვე El Chiringuito TV-ს წამყვანის, ხოსეპ პედრელოლის ინფორმაციაა.