ავტორიზაცია

უდიდესი აღიარება - მამარდაშვილი ლა ლიგის კვირის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს

უდიდესი აღიარება - მამარდაშვილი ლა ლიგის კვირის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს
თარიღი 17 Aug 2021, 13:53

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის უდიდესი აღიარება ლა ლიგაში.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური 13-16 აგვისტოს გაიმართა, მამარდაშვილის „ვალენსია“ კი „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად პირველივე წუთზე 10 კაცით დარჩენისა, მატჩი 1:0 მოიგო, რაშიც ლომის წვლილი ქართველმა გოლკიპერმა, ბოლო წუთზე განხორციელებული სეივით შეიტანა.

მამარდაშვილის თამაში არ დარჩა შეუმჩნეველი და ის ძალიან ცნობილმა პორტალმა WhoScored-მა ლა ლიგის კვირის სიმბოლურ თერთმეტეულშიც კი შეიყვანა 7.8 შეფასებით.

რაც კიდევ უფრო მეტად საამაყოა, ამ თერთმეტეულში მამარდას გარდა „რეალის“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკო მადრიდის“ ფეხბურთელებიც იმყოფებიან.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, 7.8)

მცველები: ვიდალი (ოსასუნა, 7.1), ნაჩო (რეალი, 7.8), პიკე (ბარსელონა, 7.6), პედროსა (ესპანიოლი, 7.8)

ნახევარმცველები: ლამელა (სევილია, 8.7), დე იონგი (ბარსელონა, 8.3), ლუკა მოდრიჩი (რეალი, 8.1), მარტინ ბრეიტვეიტი (ბარსელონა, 10.0)

თავდამხსმელები: კარიმ ბენზემა (რეალი, 9.2), ანხელ კორეა (ატლეტიკო, 8.2).