"რონალდუს ჩემი სიყვარული და პატივისცემა გააჩნია, თუმცა მისი დაბრუნება არც განმიხილავს", - ანჩელოტიმ ინფორმაცია პირადად უარყო
კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაციას კარლო ანჩელოტი „ტვიტერში“ პირადად გამოეხმაურა.
დღეს, პორტუგალიელ ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა, ედუ აგირემ, გადაცემა El Chiringuito-ში გააჟღერა ინფორმაცია, რომ იტალიელმა მწვრთნელმა გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება სთხოვა.
თუმცა, ეს ინფორმაცია ანჩელოტიმ პირადადვე უარყო:
„კრიშტიანუ რონალდუ „რეალის“ ლეგენდაა და ჩემი სრული პატივისცემა და სიყვარული გააჩნია, მაგრამ გუნდში მის დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ.“ - წერს იტალიელი სპეციალისტი სოციალურ ქსელში.
ანჩელოტი და რონალდუ ერთად „რეალში“ 2013-2015 წლებში მუშაობდნენ.