ავტორიზაცია

პსჟ ამ ზაფხულს მბაპეს გაშვებას არ აპირებს და არც რონალდუს დამატებას განიხილავს

პსჟ ამ ზაფხულს მბაპეს გაშვებას არ აპირებს და არც რონალდუს დამატებას განიხილავს
თარიღი 17 აგვ 2021, 18:51

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ს ფეხბურთელი არ გახდება, წერენ იტალიურ პრესაში.

როგორც აღინიშნება, 36 წლის პორტუგალიელის პარიზულ კლუბში შესაძლო გადასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. "პსჟ" მის გადაბირებას არ გეგმავს. სუპერვარსკვლავი "იუვეში" რჩება - არც სხვა კლუბია მისით დაინტერესებული.

გარდა ამისა, პარიზელები კილიან მბაპეს გაყიდვას და მის თაობაზე წინადადებების განხილვას არც კი აპირებს. აქამდე არსებული ცნობით, 22 წლის შემტევი მადრიდის "რეალში" გადაბარგებისკენ ისწრაფვის.

რონალდუმ გასულ სეზონში "იუვეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.