ავტორიზაცია

იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — ცნობილია კლუბი, რომელსაც აგენტმა რონალდუს დამატება შესთავაზა

იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — ცნობილია კლუბი, რომელსაც აგენტმა რონალდუს დამატება შესთავაზა
თარიღი 17 აგვ 2021, 18:58

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება Corriere dello Sport.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, 36 წლის პორტუგალიელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი "მანჩესტერ სიტის" შესთავაზა.

როგორც აღინიშნება, "ბებერი ქალბატონი" მზად არის გამოცდილი სუპერვარსკვლავი, რომელსაც საკმაოდ მაღალ ხელფასს უხდის, 30 მილიონ ევროდ გაყიდოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს შეძენას "პსჟ" განიხილავდა, თუმცა იტალიურ მედიაში დღეს დაიწერა, რომ პარიზელები კრიშტიანუს გადაბირებას არ აპირებენ.

"იუვენტუსის" ლიდერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.