ავტორიზაცია

"რეალსა და ბარსას ფინანსური პრობლემები აქვთ", - დორტმუნდის ექს-ფორვარდმა ჰოლანდის მომავალი კლუბი იწინასწარმეტყველა

"რეალსა და ბარსას ფინანსური პრობლემები აქვთ", - დორტმუნდის ექს-ფორვარდმა ჰოლანდის მომავალი კლუბი იწინასწარმეტყველა
თარიღი 17 Aug 2021, 19:36

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ექს-ფეხბურთელმა, მიხაელ რუმენიგემ განაცხადა, რომ ბორუსიელთა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა კარიერა შესაძლოა "ლივერპულში" გააგრძელოს.

"ვფიქრობ, უახლოეს წლებში მსოფლიო ფეხბურთში ჰოლანდი და მბაპე იდომინირებენ. უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ, სად გადავა ჰოლანდი ამ სეზონის შემდეგ", - ციტირებს ვეტერანი გერმანელის სიტყვებს Sport1.

"რეალსა" და "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომაც ვფიქრობ, ერლინგი ინგლისში წავა. შესანიშნავად წარმომიდგენია ჰოლანდი "ლივერპულში", - დასძინა რუმენიგემ.

მოგეხსენებათ, 20 წლის ნორვეგიელი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. ჰოლანდმა 2020/21 წლების სეზონში ბორუსიელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ერლინგის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონ ევროს შეადგენს.