"საზღვარგარეთ მუშაობას ვისურვებდი, ინგლისურად და ფრანგულად ვსაუბრობ", - პირლო საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ იმის შესახებ ისაუბრა, რომ საზღვარგარეთ მუშაობის წინააღმდეგი არ არის.
"საზღვარგარეთ მუშაობას ვისურვებდი. აშშ-ში სამი წელი გავატარე, ასე რომ ინგლისურთან პრობლემა არ მაქვს, აგრეთვე ფრანგულადაც ვსაუბრობ. ვგრძნობ, შემიძლია ყველგან წავიდე".
"ბევრ სხვადასხვა მწვრთნელს ვაკვირდები. ახალი რამის სწავლა ყველასგან შესაძლებელია. მატჩებს ვუყურებ, ონლაინ თვალყურს ვადევნებ ვარჯიშებს. როცა მოგზაურობა გაადვილდება, ცოცხლად სანახავად წავალ".
"შვებულებისას იბიცაზე მაურისიო პოჩეტინოს შევხვდი და პარიზში ჩასვლა შემომთავაზა. თუ შევძლებ, მინდა მანჩესტერში წავიდე, გვარდიოლას შევხვდე. მზად ვარ ახალი თავგადასავლისთვის", - ციტირებს პირლოს სიტყვებს The Athletic.
პირლომ ტურინული გრანდი 2020 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში ტურინელებმა მისი ხელმძღვანელობით სერია ა-ში მეოთხე ადგილი დაიკავა. იტალიელი "იუვენტუსიდან" სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.