ავტორიზაცია

"პირლოს იუვენტუსში მუშაობით, დამწყებმა მწვრთნელებმა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს", - სარი

"პირლოს იუვენტუსში მუშაობით, დამწყებმა მწვრთნელებმა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს", - სარი
თარიღი 06 Jul 2021, 13:51

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თავის ექს-გუნდში ანდრეა პირლოს მუშაობა შეაფასა:

"პირლოს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვა იყო შეცდომა. კლუბს სურდა გვარდიოლას ეფექტი, მაგრამ ჩანაფიქრი არ გამოვიდა.

ანდრეა არის დამწყები სპეციალისტი, რომელიც თავიდანვე ურთულეს გარემოში მოხვდა. სწორედ ამან დაღუპა ტურინიც და ისიც.

"მაესტროს" ამ კლუბში მუშაობით, სხვა დამწყებმა მწვრთნელებმა მიიღეს ფსიქოლოგიური დარტყმა, რადგან მათ ახლა მიაჩნიათ, რომ ყველა იგივე გზას გაივლის".

შეგახსენებთ, რომ 42-წლის დამრიგებელი "ბებერ ქალბატონში" ჩაანაცვლა მასიმილიანო ალეგრიმ, რომელიც კლუბში სარიმდე მუშაობდა.