იუვენტუსში რონალდუს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — Sky Sports

დიდი ალბათობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს ტურინულ გრანდს არ დატოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს.
თავად 36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "ბიანკონერისთვის" წასვლის სურვილზე არასოდეს უცნობებია.
ამასთანავე, "იუვენტუსს" რონალდუს ტრანსფერზე შეთავაზება არ მიუღია.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა კრიშტიანუს "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.