რეალის ორი ფეხბურთელი შესაძლოა აღმოჩნდეს ქალაქ მილანში, თუმცა სხვადასხვა გუნდში

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალი" განათხოვრების წესით შესაძლოა დაემშვიდობოს თავის ორ ფეხბურთელს - ისკო ალარკონსა და ლუკა იოვიჩს. ესპანელსა და სერბს მსურველები სერია ა-ში ჰყავთ.
"სამეფო კლუბის" შემტევი ნახევარმცველით ინტერესდება "მილანი", სერბი თავდამსხმელით კი მეზობელი "ინტერი". აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-იც ადასტურებს.
ჯერჯერობით, "ნერაძური" "როსონერიზე" მონდომებული ჩანს, რადგან კლუბი "ბლანკოსის" ფორვარდის თაობაზე ამზადებს ოფიციალურ წინადადებას - იჯარა, გამოსყიდვის შესაძლებლობით.
რაც შეეხება კარლო ანჩელოტის გუნდის ფლეიმეიქერს, მას არ სურს წასვლა, თუმცა კლუბმა ის ტრანსფერზე დააყენა. "შავ-წითლები" პირენეელისთვის ჯერჯერობით ერთადერთი ვარიანტია.