"აქ ამ მაისურით პირლო, დიბალა, ზიდანი და იგუაინი თამაშობდნენ", - იუვენტუსს ახალი 21 ნომერი ჰყავს
"იუვენტუსის" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, კაიო ჟორჟემ განმარტა, თუ რატომ აირჩია ტურინულ კლუბში 21 ნომერი.
მოგეხსენებათ, "სანტოსის" აწ უკვე ყოფილმა 19 წლის თავდამსხმელმა "ბებერ ქალბატონთან" 2026 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.
"აქ მას დიდებული ფეხბურთელები ატარებდნენ: პირლო, დიბალა, ზიდანი და იგუაინი. ასე რომ, იმედი მაქვს, ამ მაისურით მეც ბევრ გოლს გავიტან".
"ემი მიზანი გოლების გატანა და თანაგუნდელების დახმარებაა. აგრეთვე, იმედი მაქვს, თუ ღმერთი მოისურვებს, ისეთ ტიტულებს მოვიგებ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა", - ციტირებს ჟორჟეს სიტყვებს Football Italia.
მიმდინარე სეზონში კაიომ "სანტოსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.