პსჟ-ში რამოსით უკმაყოფილონი არიან: ესპანელი ახალწვეული კლუბის პერსონალს ქედმაღლურად ექცევა
"პარი სენ ჟერმენში" მცველ სერხიო რამოსის საქციელით უკმაყოფილონი არიან, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER.
პარიზულ გუნდთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ ესპანელი კლუბის პერსონალის მიმართ ქედმაღლურად იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ არც კაპიტანია და არც გუნდის მთავარი ვარსკვლავი.
"პსჟ"-ში მსგავს საქციელთან შეგუებას არ აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუ რამოსი არ შეცვლის ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილის გარანტიას არ მისცემს.
მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელი უკანახაზელი "პარი სენ ჟერმენში" ამ ზაფხულს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, რამოსი ტრავმირებულია და პარიზელთა დახმარებას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.