რეალმა მილანს ისკოს ფასი დაუსახელა

მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის. ესპანელი ფლეიმეიქერი 2022 წელს ხდება თავისუფალი აგენტი და ამიტომ "სამეფო კლუბი" მის გაყიდვას უკვე ახლა განიხილავს.
Calciomercato-ს თანახმად, "ბლანკოსის" გამთამაშებელს ჰყავს ერთადერთი მსურველი - "მილანი", თუმცა იტალიელები განიხილავენ მხოლოდ განათხოვრების წესით აყვანას და არა ყიდვას.
აღნიშნული ვარიანტი "რეალს" არ აწყობს, რომელიც პირენეელი ჰავბეკის სანაცვლოდ "როსონერისგან" 20 მილიონ ევროს ითხოვს. პრესაში ვარაუდობენ, რომ მადრიდელთა და "შავ-წითლების" მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.
ცნობისთვის, 29-წლის შუახაზელს საერთოდ არ სურს მადრიდიდან წასვლა, თუმცა კლუბმა მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ფრანსისკოს დარჩენა არც განიხილება.