ავტორიზაცია

პოჩეტინო: "ჩემს წარმოდგენაში მბაპე რჩება და ამ სეზონს ჩვენთან ერთად ატარებს"

პოჩეტინო: "ჩემს წარმოდგენაში მბაპე რჩება და ამ სეზონს ჩვენთან ერთად ატარებს"
თარიღი 19 აგვ 2021, 17:35

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ის თავდაუზოგავად მუშაობს და მოტივაციით სავსეა, ის ჩვენი ფეხბურთელია, სულ რომ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

ჩემ გაგებაში, ის ჩვენთან რჩება და ამ სეზონს ჩვენთან გაატარებს. მთავარია, რომ კილიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს და იცის, რა უნდა გააკეთოს. ხვალინდელი მატჩისთვის ის მშვიდად ემზადება.

ამ ეტაპზე, ის კვლავაც „პსჟ-ს“ ფეხბურთელია და ვხედავთ, რომ მხოლოდ „ბრესტთან“ თამაშზე ფიქრობს.

საუბრები „რეალზე“? წლის ამ მონაკვეთში პრესაში ძალიან ბევრი რამ იწერება, ზოგი რაღაც ხდება, ზოგი კი - არა.“ - აღნიშნა პოჩეტინომ.