კოუტინიო გამოირიცხა — ვინ იქნება ბარსელონას ახალი 10-ანი საჭიროების შემთხვევაში?
როგორც ესპანური მედია იტყობინება, 2021/22 წლების სეზონში "ბარსელონას" რიგებიდან მოედანზე 10-ნომრიანი მაისურით არავინ გავა.
მოგეხსენებათ, აქამდე, ამ ნომრით არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ასპარეზობდა, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ში გადავიდა.
გამოცემა Diario Sport-ის ცნობით, "ბარსას" რომელიმე ფეხბურთელისთვის 10 ნომრის მიცემა არ უნდა. საჭიროების შემთხვევაში, ამ მაისურს აკადემიის ერთ-ერთი ახალგაზრდა მოთამაშე მოირგებს.
არადა, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 10-ნომრიანი მაისური ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს შესთავაზეს.
შეგახსენებთ, მესი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2004 წლიდან ასპარეზობდა. კატალონიურ გრანდთან მას 1 ივლისს კონტრაქტი ამოეწურა. მხარეებმა 5 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ მიუხედავად თანამშრომლობის გაგრძელების ორმხრივი სურვილისა, ლა ლიგის ფინანსური წესის გამო ახალ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდნენ. საბოლოო ჯამში, 34 წლის სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში გადაბარგდა.