პუნქტი მომავალ ზაფხულს ამოქმედდება — დორტმუნდი ჰოლანდის გამოსასყიდი თანხის გაზრდას გეგმავს

"დორტმუნდს" მომდევნო ზაფხულისთვის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის გამოსასყიდი თანხის გაზრდა უნდა, იტყობინება Sport1.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ბორუსიელები ნორვეგიელს არ გაყიდიან, რადგან კლუბი ერთმა წამყვანმა ფიგურამ უკვე დატოვა - ჯეიდონ სანჩომ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
21 წლის ფორვარდის კონტრაქტში კლაუსულის პუნქტი 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ფასი შესაძლოა 75-დან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ჰოლანდი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონ ევროს შეადგენს.