"მოაშორეთ ვერნერი კლუბიდან!", - ჩელსის გულშემატკივრის მოწოდება ღია ვარჯიშზე ყველას გასაგონად
"ჩელსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "არისტოკრატთა" ღია ვარჯიშის მიმდინარეობისას გუნდიდან თავდამსხმელ ტიმო ვერნერის გუნდიდან გაშვება მოითხოვა.
სავარჯიშო სესიის დროს, ფანებს "არსენალთან" გასამართი მატჩისთვის პროგნოზის გაკეთება სთხოვეს. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მიკროფონი აიღო და თქვა: "სწორად მოიქეცით - მოაშორეთ ვერნერი კლუბიდან". "არისტოკრატთა" ზოგიერთმა ფანმა ამ განცხადებას ხმამაღალი აღშფოთებით უპასუხა. "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გულშემატკივრის გამოსვლის შემდეგ ჩაიცინა, თავად ვერნერმა კი გაიღიმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან ვერნერს შეელიონ. 25 წლის გერმანელი რამდენიმე ევროპულ ტოპ-კლუბს შესთავაზეს.
ვერნერი "ჩელსიში" 2020 წლის ივლისში გადავიდა. "არისტოკრატებმა" "ლაიფციგს" მის სანაცვლოდ 53 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი გააკეთა.
აქამდე არსებული ცნობით, "ჩელსის" მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა ჰოლანდის ტრანსფერისთვის 175 მილიონი გამოყო. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, 20 წლის ნორვეგიელი ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
ჩელსი მზადაა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ტიმო ვერნერი შესწიროს