ავტორიზაცია

MARCA-მ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც მესის გამო ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის მორგება იუარა

MARCA-მ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც მესის გამო ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის მორგება იუარა
თარიღი 19 აგვ 2021, 22:26

"ბარსელონას" ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ 10 ნომრის აღებაზე უარი განაცხადა, რომლითაც კატალონიურ გრანდში წლების მანძილზე თავდამსხმელი, ლიონელ მესი ასპარეზობდა, იტყობინება Marca.

მოგეხსენებათ, დღეს დადასტურდა, რომ 33 წლის არგენტინელი ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 19-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

აგუერო "ბარსას" ივლისის თვეში შუერთდა. სერხიო "ბლაუგრანაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, გამოცდილი ფორვარდი 2021/22 წლების სეზონის სტარტს ტრავმის გამო გამოტოვებს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მას ტერფის სერიოზული დაზიანება დაუდგინდა.

ცნობისთვის, მესი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2004 წლიდან ირიცხებოდა. კატალონიელებთან ლეოს კონტრაქტი ივნისის ბოლოს ამოეწურა. "ბარსამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანთან ლა ლიგის ფინანსური წესის გამო ახალ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა. ლეო 10 აგვისტოს "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდა.