გადაწყვეტილება მიღებულია, ბაიერნში ლევანდოვსკის მომავალი გაირკვა — GOAL.COM
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას არ აპირებს.
როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com იტყობინება, პოლონელის გასხვისების ვარიანტი ამ სეზონის დასრულებამდე არ განიხილება.
თავად რობერტიც ეგუება "რეკორდმაისტერის" ბოსების პოზიციას და ტრანსფერს არ მოითხოვს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფორვარდს ახალი გამოწვევის მიღება სურს, ამიტომაც 35 წლამდე "ბაიერნის" დატოვებას და ევროპის სხვა წამყვან კლუბში გადასვლას გეგმავს.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
ცნობისთვის, გამოცდილ თავდამსხმელს გერმანულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.