ავტორიზაცია

"უმჯობესია, ხალხმა სიმართლე არ იცოდეს", - ერნესტო ვალვერდე ლეო მესისთან ურთიერთობის შესახებ

"უმჯობესია, ხალხმა სიმართლე არ იცოდეს", - ერნესტო ვალვერდე ლეო მესისთან ურთიერთობის შესახებ
თარიღი 19 აგვ 2021, 23:26

"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ არ ისურვა იმის გამხელა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა გუნდის ექს-კაპიტან ლიონელ მესისთან, რომელიც კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ "პსჟ"-ში გადავიდა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, უმჯობესია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრებმა სიმართლე არ იცოდნენ.

"ამ საკითხზე საუბარი არ ღირს. ეს საიდუმლოთა ნაწილია. კარგია, რომ ყველაფერი ასეა. უმჯობესია, ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინ ვართ სინამდვილეში და ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი იციან. ჯობია, მათ სიმართლე არ იცოდნენ", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს La Sexta.

ვალვერდე "ბარსადან" 2020 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მესი მთელი კარიერის მანძილზე "ბლაუგრანას" ღირსებას იცავდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო კატალონიელებმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხეს.

საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ში გადავიდა. პარიზელებთან ლეომ 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.