ავტორიზაცია

პირობები ცნობილია — მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

პირობები ცნობილია — მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 19 აგვ 2021, 23:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა შესაძლოა გუნდში მიმზიდველი ფინანსური პირობებით დარჩეს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "ეშმაკუნებმა" ფრანგს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს, კვირაში 467 ათას ევროიანი ხელფასით.

თუ პოგბა "ემიუს" ამ პირობებს დათანხმდება, მაშინ კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. თუმცა, ფრანგის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის სუპერვარსკვლავს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. მაგალითად, პოლი მომავალ ზაფხულს "პსჟ"-ში გადასვლის შესაძლებლობაზე ფიქრობს, როცა თავისუფალი აგენტი ხდება.

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიდს იუნაიტედი" ანგარიშით 5:1 გაანადგურა. პოგბამ ამ შეხვედრაში ოთხი საგოლე პასი გააკეთა.