ავტორიზაცია

გაახანგრძლივე ან წადი - მანჩესტერმა პოგბას დედლაინი დაუწესა

გაახანგრძლივე ან წადი - მანჩესტერმა პოგბას დედლაინი დაუწესა
თარიღი 17 Aug 2021, 22:22

"მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობს თავისი ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას შენარჩუნებას, თუმცა თავად ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

Daily Mail-ის თანახმად, "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგ ფლეიმეიქერს დაუწესეს დედლაინი - 31 აგვისტო. "მანკუნიანელების" გამთამაშებელმა ხელი უნდა მოაწეროს ახალ ხელშეკრულებას ან წავიდეს.

"მანჩესტერის" ექვსიანის კონტრაქტი გათვლილია 2022 წლის ზაფხულამდე და გახანგრძლივებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

წარმოშობით გვინეელი ჰავბეკის სახელს აქტიურად უკავშირებენ "პარი სენ-ჟერმენს", თუმცა იგივე წყაროს მტკიცებით, 2022 წელს, საქმეში მადრიდის "რეალიც" ჩაერთვება.