ავტორიზაცია

სალაჰი შესაძლოა ლივერპულის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

სალაჰი შესაძლოა ლივერპულის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
თარიღი 20 Aug 2021, 00:09

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და არ არის გამორიცხული, 29 წლის ეგვიპტელი მერსისაიდელთა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, "ლივერპულის" სუპერვარსკვლავი კვირაში დაახლოებით 200 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა სალაჰს მერსისაიდულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, მხარეებმა თანამშრომლობა შესაძლოა 2025 წლამდე გააგრძელონ.

"იმედია, უყურებენ", - სალაჰის აგენტმა ლივერპულის ხელმძღვანელობას წაკბინა