ავტორიზაცია

იუვენტუსმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც პიანიჩის ტრანსფერს შეეწირება

იუვენტუსმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც პიანიჩის ტრანსფერს შეეწირება
თარიღი 20 აგვ 2021, 10:44

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი უახლოეს პერიოდში ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდება. "ბებერ ქალბატონი" ბოსნიელ ჰავბეკს აიყვანს იჯარით, აუცილებელი გამოსყიდვით.

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ბალანსის შენარჩუნებისთვის, "ბიანკონერის" კატალონიელთა შუახაზელის გადმოსვლის შემდეგ მოუწევს ერთი ფეხბურთელის გასხვისება.

Calciomercato-ს ცნობით, მასიმილიანო ალეგრი თავდაპირველად განიხილავდა აარონ რემზის გაშვებას, ბოლოს კი არჩევანი უესტონ მაკენიზე იქნა შეჩერებული. რატომ არა უელსელი, არამედ ამერიკელი?

საქმე ისაა, რომ გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილი ნახევარმცველის სანაცვლოდ "იუვენტუსი" გეგმავს 25 მილიონი ევროს გამომუშავებას, მაშინ, როდესაც ლონდონის "არსენალის" ექს-ფლეიმეიქერი ბევრად უფრო იაფი ღირს.