ავტორიზაცია

"საოცარი მეკარეა, საოცნებო საღამო ჰქონდა" - ლორიამ ებრაელები გააოცა

"საოცარი მეკარეა, საოცნებო საღამო ჰქონდა" - ლორიამ ებრაელები გააოცა
თარიღი 20 აგვ 2021, 12:30

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ბეერ-შევას ჰაპოელმა საკუთარ მოედანზე ანორთსისი მიიღო. შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

კვიპროსელები ამ მატჩში რომ არ დამარცხდნენ, ამაში ლომის წილი ანორთოსისის ქართველ მეკარეს გიორგი ლორიას მიუძღვის, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

"კვიპროსელთა მეკარეს საოცნებო საღამო ჰქონდა და ერთი ბურთიც კი არ მოხვედრილა მისი კარის ბადეში. მან აჩვენა, რომ საოცარი მეკარეა," - წერს one.co.il.

საპასუხო მატჩი ანორთოსისსა და ჰაპოელ ბეერ-შევას შორის 26 აგვისტოს გაიმართება.