ავტორიზაცია

"ისიც კი არ ვიცი, ვინ არის ევერტონის მომდევნო მეტოქე", - ხამესს თავისი გუნდი აღარ აინტერესებს

"ისიც კი არ ვიცი, ვინ არის ევერტონის მომდევნო მეტოქე", - ხამესს თავისი გუნდი აღარ აინტერესებს
თარიღი 20 აგვ 2021, 21:08

"ევერტონის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ თავის გუნდს თვალყურს აღარ ადევნებს.

როგორც აღინიშნება, 30 წლის კოლუმბიელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლას აპირებს.

"ისიც კი არ ვიცი, ვინ არის "ევერტონის" მომდევნო მეტოქე, მეტყვით?", - თქვა ხამესმა თავის Twitch არხზე, როცა ჰკითხეს, თუ ვის ეთამაშებიან "კანფეტები" ამ უქმეებზე.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ევერტონის" ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს როდრიგესი არ სჭირდება.

შეგახსენებთ, ხამესი ლივერპულელთა რიგებს 2020 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ შეუერთდა.