ოფიციალურად: რეალში კარიმ ბენზემას მომავალი გაირკვა
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მადრიდელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 33 წლის ფრანგი "სამეფო კლუბში" 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
მოგეხსენებათ, ბენზემა "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. გასულ სეზონში კარიმმა ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ წინა კონტრაქტის ვადა გამოცდილ თავდამსხმელს მადრიდულ გრანდთან მომავალ ზაფხულს ეწურებოდა.