ბენზემას ლიგა - ფრანგი ფორვარდის დამაჯერებელი უპირატესობა გატანილ გოლებში
კრიშტიანუ რონალდუს და ახლა უკვე ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, კარიმ ბენზემა ლა ლიგის ბატონ-პატრონი გახდა. ფრანგი თავდამსხმელი არის პრიმერას საუკეთესო გოლეადორი ჩემპიონატის მოქმედ მოთამაშეებს შორის.
მადრიდის "რეალის" ფორვარდის ანგარიშზე ფიქსირდება 194 გოლი, შემდეგ მოდის "ბარსელონას" ყოფილი და "ატლეტიკოს" ამჟამინდელი შემტევი, ლუის სუარესი, 166 ბურთი.
სამეულს ხურავს ანტუან გრიზმანი, რომელმაც კატალონიაში, "როხიბლანკოსა" და "რეალ სოსიედადში" საერთო ჯამში 155 გოლი გაიტანა. საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. კარიმ ბენზემა (რეალი) - 194 გოლი
2. ლუის სუარესი (ატლეტიკო) - 166 გოლი
3. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) - 155 გოლი
4. რობერტო სოლდადო (ლევანტე) - 126 გოლი
5.ალვარო ნეგრედო (კადისი) - 120 გოლი