ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ, ფაბრიციო რომანო ჩელსის ორ ახალ ხმაურიან სამიზნეს ასახელებს
ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, საულ ნიგესის დამატებით ინტერესდება, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი წერს, "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა გუნდში 26 წლის ესპანელი.
აღინიშნება, რომ ამ ეტაპზე, "ჩელსი" "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერზეა კონცენტრირებული, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში საულმა ესპანეთის ჩემპიონატში "როხიბლანკოს" რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, საულის სატრანსფერო ფასი ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.
მოგეხსენებათ, აქამდე, "არისტოკრატებმა" ერთი ხმაურიანი ტრანსფერი უკვე გაჩარხეს - კლუბმა "ინტერიდან" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ 115 მილიონად დაიმატა.