"გადაწყვეტილება მივიღეთ", - დაასვენებს თუ არა ბარსელონა რეკორდსმენ პედრის?
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ნახევარმცველ პედრის ლა ლიგის მეორე ტურში "ბილბაოსთან" 21 აგვისტოს გასამართი მატჩის შემდეგ ორკვირიან შვებულებას მისცემს.
"გარკვეული დრო ვფიქრობდით იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა პედრისთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ ორი კვირით დავასვენოთ".
"ეს სჭირდება. შეუძლებელია ასეთი სიხშირით თამაში. როგორც მინიმუმ, ორკვირიან შესვენებას იმსახურებს", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Diario Sport.
გასულ სეზონში პედრიმ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 73 მატჩი ჩაატარა. 18 წლის ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.