ავტორიზაცია

ნაგელსმანმა ბაიერნში ახალი წესი შემოიღო — მწვრთნელმა ფეხბურთელებს იმის ნება დართო, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდათ

ნაგელსმანმა ბაიერნში ახალი წესი შემოიღო — მწვრთნელმა ფეხბურთელებს იმის ნება დართო, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდათ
თარიღი 20 Aug 2021, 23:43

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მიუნხენურ გუნდში ფეხბურთელებისთვის ახალი წესი შემოიღო, იტყობინება Bayern & Germany.

გავრცელებული ინფორმაციით, ამიერიდან "რეკორდმაისტერის" მოთამაშეებს უფლება აქვთ საშინაო მატჩების წინ ღამე თავიანთ სახლში ოჯახთან ერთად გაატარონ. აქამდე, შეხვედრების წინ, ისინი სასტუმროში იძინებდნენ.

როგორც აღინიშნება, ნაგელსმანი ცდილობს თავის შეგირდებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

33 წლის სპეციალისტი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად 1 ივლისს გახდა. ამ პოსტზე მან ჰანსი ფლიკი შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ გერმანიის ნაკრები ჩაიბარა.