დეტალები ცნობილია — სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში მყოფმა ბარსელონამ დიდი სესხი აიღო
"ბარსელონამ", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, დიდი კრედიტი აიღო, იტყობინება BeIN Sports.
გავლენიანი გამოცემის თანახმად, კატალონიური გრანდი ბანკ Goldman Sachs-ს დაუკავშირდა. საფინანსო ინსტიტუტმა "ბარსას" 595 მილიონ ევროიანი სესხი მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, სესხი 10 წლით გაიცა, წლიური 1,98%-ით. წინა კრედიტი წლიური 6%-ით იყო გაცემული.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბარსელონამ" ფინანსური სირთულეების გამო არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხა. გუნდის ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი, ხერარდ პიკესა და სერხი რობერტოს ჩათვლით, ხელფასის შემცირებას დათანხმდა.
"ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ აქამდე თქვა, რომ კლუბის საერთო ვალი 1,3 მილიარდ ევროს აღემატება. ლაპორტამ კლუბის ფინანსურ მდგომარეობას "დრამატული" უწოდა.