ავტორიზაცია

პსჟ-ს გაყიდვების დირექტორი: "მესის მაისურებს სხვებზე სწრაფად ვყიდით, მაგრამ ჯადოქრები არ ვართ"

პსჟ-ს გაყიდვების დირექტორი: "მესის მაისურებს სხვებზე სწრაფად ვყიდით, მაგრამ ჯადოქრები არ ვართ"
თარიღი 21 Aug 2021, 00:30

"პსჟ"-ს გაყიდვების დირექტორი, ფაბიენ ალეგრე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლუბი გუნდის ახალწვეულის, ლიონელ მესის მაისურების რეალიზაციით რეკორდებს ამყარებს.

ჭორების თანახმად, პირველივე კვირას პარიზულმა კლუბმა 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის 800 ათას მაისურზე მეტი გაყიდა.

"ჯადოქრები არ ვართ. ასეთი რიცხვები სიგიჟეა. დიახ, გაყიდვები ძალიან კარგად მიდის, მესის მაისურებს სხვებზე სწრაფად ვყიდით. მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ 1 მილიონი მაისურის გაყიდვასთან".

"მესისთან ხელშეკრულება ძალიან სწრაფად გაფორმდა. თავადაც არ ველოდით, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, როდის მოამზადებენ ჩვენი მომწოდებლები ფორმებს გაყიდვისთვის. საერთო ჯამში, ჯადოქრები არ ვართ", - ციტირებს "პსჟ"-ს წარმომადგენლის სიტყვებს L’Equipe.

მოგეხსენებათ, ლეო მესიმ "პარი სენ ჟერმენთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.