ავტორიზაცია

"უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვარჯიშებზე მესისთან შეხების უფლებას არ გვაძლევდნენ", - ბარსელონას ექს-ფეხბურთელი

"უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვარჯიშებზე მესისთან შეხების უფლებას არ გვაძლევდნენ", - ბარსელონას ექს-ფეხბურთელი
თარიღი 21 აგვ 2021, 00:45

"ბარსელონას" ყოფილმა, ამჟამად კი "ნიცას" მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ კატალონიურ გრანდში არსებული ვარჯიშების სპეციფიკაზე ისაუბრა.

21 წლის ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ვარჯიშების დროს მოთამაშეებს გუნდის აწ უკვე ექს-კაპიტან ლიონელ მესისთან შეხების უფლებას არ აძლევდნენ.

"ბარსელონაში" არ გვაძლევდნენ უფლებას მესის შევხებოდით. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე იყო. ისტორიაში საუკეთესოა, ჩვენ კი მისთვის ტრავმის მიყენება არ გვინდოდა", - ციტირებს ტოდიბოს სიტყვებს Goal.com.

"ნიცამ" ტოდიბო "ბარსელონადან" 2021 წლის ივნისში დაიმატა. ფრანგულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 8,5 მილიონი ევრო გადაიხადა. კიდევ 7 მილიონს კატალონიელები ბონუსების სახით მიიღებენ, აგრეთვე ფრანგი უკანახაზელის შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის პროცენტიც ეკუთვნით.

ტოდიბო "ნიცაში" 2021 წლის თებერვლიდან იჯარით ირიცხებოდა. იგი "ბარსას" 2019 წლის იანვარში "ტულუზადან" შეუერთდა. ჟან-კლერის ტრანსფერი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 1 მილიონი დაუჯდათ.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა საფრანგეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.