ავტორიზაცია

რეალიდან წასვლამდე, სერხიო რამოსმა ანჩელოტის დაურეკა და დახმარება სთხოვა

რეალიდან წასვლამდე, სერხიო რამოსმა ანჩელოტის დაურეკა და დახმარება სთხოვა
თარიღი 21 Aug 2021, 16:15

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, კარლო ანჩელოტისთან თავისი კონტრაქტის საკითხი განიხილა.

Marca-ს ინფორმაციით, იტალიელის დანიშვნის დღეს, 1 ივნისს, 35 წლის ფეხბურთელმა მას დაურეკა, „რეალში“ დაბრუნება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ამის შემდეგ, რამოსმა ანჩელოტის მისი კონტრაქტის სიტუაციაში ჩარევა და „რეალში“ დარჩენაში დახმარება სთხოვა.

ანჩელოტიმ კი ფეხბურთელს უპასუხა, რომ მას დახმარება არ შეუძლია, რომ ეს საკითხი პირადად მასსა და ფლორენტინო პერესს შორის უნდა მოგვარდეს.

ფლორენტინო პერესს კი მოლაპარაკებებში ძალიან კონკრეტული სიტუაცია ეკავა - მარტის თვეში მან რამოსს უთხრა, რომ თუ ის მის მიერ გაკეთებულ შემოთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ გუნდი სეზონის დაგეგმვას მის გარეშე დაიწყებს, რაზეც რამოსმა უპასუხა: „გააკეთეთ.“ 

ამის შემდეგ, „რეალის“ შემოთავაზება ვალიდური აღარ იყო და რამოსმა გუნდი კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.