ავტორიზაცია

სამეფო ყულაბა - რა თანხა გამოიმუშავა რეალმა სატრანსფერო ბაზარზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე?

სამეფო ყულაბა - რა თანხა გამოიმუშავა რეალმა სატრანსფერო ბაზარზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე?
თარიღი 21 Aug 2021, 11:15

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ბაზარზე ფრთხილი ნაბიჯებით გამოირჩევა. უკვე ორი წელია, რაც "სამეფო კლუბი" კონცენტრირებულია არა ყიდვაზე, არამედ გაყიდვაზე.

ამის მიზეზი არის 2022 წლისთვისთვის დაანონსებული გრანდიოზული ტრანსფერი - კილიან მბაპე ან ერლინგ ჰოლანდი. აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსს" დაახლოებით 200 მილიონი უკვე აქვს.

2020 წლის ზაფხულში, "რეალმა" გაყიდა აშრაფ ჰაკიმი (45 მილიონი), სერხიო რეგილონი (30 მილიონი), ოსკარ როდრიგესი (13.5 მილონი) და ამის გარდა, განხორციელებული იქნა რამდენიმე მცირე ბიუჯეტიანი გარიგება.

2021 წლის ზაფხული - რაფაელ ვარანი (50 მილიონი), მარტინ ოდეგორი (40 მილიონი) და სხვადასხვა განათხოვრების წესით გაშვებები, რაც ჯამში 100 მილიონზე ადის.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელები ფულს პრაქტიკულად არ ხარჯავენ. დავიდ ალაბა დამატებული იქნა უფასოდ, დანარჩენები კი არიან იჯარით წასული მოთამაშეები, რომლებიც დაბრუნდნენ.

ერთი სიტყვით, "სამეფო კლუბის" პასიურობას შესაძლოა მოყვეს გრანდიოზული აფეთქება, ფრანგი ან თუნდაც ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრანსფერით, ველით!