ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-ს მორიგი შოუ - მბაპემ და კომპანიამ 6-გოლიან თრილერში იმარჯვეს

თარიღი 21 აგვ 2021, 10:03

ლიგა 1-ის მესამე ტურში "პარი სენ-ჟერმენი" ესტუმრა "ბრესტს" და მოწინააღმდეგე 4:2 დაამარცხა. "პსჟ"-ს მხრიდან გოლები გაიტანეს ანდერ ერერამ, კილიან მბაპემ, იბრაჰიმა გეიემ და ანხელ დი მარიამ.

პარიზული გუნდის განაცხადში არ იყვნენ ლიონელ მესი, სერხიო რამოსი და ნეიმარ ჟუნიორი, ჯანლუიჯი დონარუმა კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ლურჯ-წითლების" ანგარიშზე 3/3 მოგებაა.