ავტორიზაცია

"მბაპეს პსჟ-ში დარჩენისთვის ყველა წინაპირობა შევუქმენით", - პარიზელთა პრეზიდენტი

"მბაპეს პსჟ-ში დარჩენისთვის ყველა წინაპირობა შევუქმენით", - პარიზელთა პრეზიდენტი
თარიღი 12 Aug 2021, 14:12

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს თავის კლუბში დარჩენის თაობაზე საკმაოდ საინტერესო და კატეგორიული განცხადება გააკეთა:

"პარი სენ-ჟერმენი არის ამბიციური პროექტი, რომლის ცენტრში მბაპე არის. გვყავს უძლიერესი შემადგენლობა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთში.

რატომ არ ვამბობ საუკეთესოს? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ვფიქრობ, ფრანგ თავდამსხმელს პსჟ-ში დარჩენისთვის ყველა წინაპირობა შევუქმენით.

მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელიდან სამი თამაშობს ჩვენთან - მესი, ნეიმარი და კილიანი, რომლების ერთად ხილვაც ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა ყატარელმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დაიმატეს ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯორჯინი ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი.