"მე მხოლოდ გაზეთებში ჭორები წავიკითხე, რონალდუმ კი პირადად მითხრა", - ალეგრიმ კრიშტიანუს შესახებ ჭორები გააქარწყლა
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა.
„რონალდუ ჩვენთვის ბონუსია, რადგან მისი ყოფნა ბევრი გოლის გარანტიას გვაძლევს. აშკარაა, რომ გუნდურადაც უნდა ვიმუშავოთ, რათა ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებელი ავიღოთ.
რონალდუ ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა. მე მხოლოდ გაზეთებში დაწერილი ჭორები წავიკითხე. მას არასდროს არ უთქვამს, რომ წასვლა სურს.
კრიშტიანუმ მე პირადად მითხრა, რომ „იუვენტუსში“ რჩება.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
დიდი ალბათობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინულ გუნდს მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, როცა 30 ივნისს მისი კონტრაქტი ამოიწურება.